თავში

ალიევი: საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება

ალიევი: საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება
ალიევი: საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გარეშე, აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა შესაძლოა, დაუსრულებელი დარჩენილიყო.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. ეს პროექტი ასევე წარმატებლად ხორციელდება. უკვე სრულდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – „TAP“. ამგავრად, მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში აზერბაიჯანის ინიციატივით და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სრულად დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უკვე მოხდება ევროპულ სივრცეში. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ალიევი და დასძენს, რომ „შაჰდენიზის“ საბადო სულ მცირე კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს. 

"ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, ამბობს ალიევი.

ცნობისთვის, ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის მფლობელი კონსორციუმში წილები ასეა განაწილებული: SOCAR 51%, BOTAS 30%, BP 12%, SOCAR Turkiye Enerji 7%.

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორი "სოკარია".

ტრანს – ადრიატიკური გაზსადენზე (TAP) შედუღების ბოლო სამუშაოები დასრულებულია. TAP მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად გეგმავს შაჰ დენიზ -2 პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ევროპისთვის.

ყიპოიში, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის მახლობლად, მილსადენი მიერთდება ტრანს-ანატოლიის მილსადენთან (TANAP) და გადის საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე.

შაჰ დენიზის კონსორციუმმა 2013 წლის 28 ივნისს ოფიციალურად განაცხადა TAP მილსადენის მარშრუტის შესახებ. მილსადენის საერთო სიგრძე 878 კილომეტრია, საიდანაც 550 კმ გაივლის საბერძნეთის ტერიტორიას, 215 კმ - ალბანეთს, 105 კმ - ადრიატიკის ზღვას, 8 კმ - სამხრეთ იტალიას.

მილსადენის ყველაზე მაღალი წერტილი განთავსდება ალბანეთის მთებში (1,800 მ), ყველაზე დაბალი - ზღვის ფსკერზე (-820 მ).

TAP– ის მილსადენის დაგება საზეიმოდ დაიწყო 2016 წლის 17 მაისს. ცერემონია გაიმართა საბერძნეთში, სალონიკში.

ცნობითვის, TANAP-ის მილსადენი ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლისთვის -მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თითქმის 92 %-ით არის დასრულებილი TANAP-ის განშტოების TAP-ის მშენებლობა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ჯერ იტალიას მიეწოდება და შემდეგ მთელ ევროპაში განაწილდება. მოკლედ პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც „სამხრეთ კავკასიის“, „ტრანსანატოლიის“(TANAP), და „ტრანსადრიატიკის“ მილსადენებს (TAP) მოიცავს დასასრულს უახლოვდება.

3,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მილსადენი სათავეს კასპიის შელფზე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან იღებს. „შაჰ-დენიზის“ 1,2 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მისი მეშვეობით ევროპას რუსული გაზის სერიოზული ალტერნატივა უჩნდება.

უფრო დეტალურად, რა კავშირშია გაზის სამხრეთის კორიდორი და საქართველო და რა მნიშვნელობა აქვს ტანაპს, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system