თავში

ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო გაძვირდა

ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო გაძვირდა
ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო გაძვირდა

2020 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 3.8%-ზე შენარჩუნდა. სეზონური ეფექტების გათვალისწინებით ოქტომბრის თვიურმა გაწლიურებულმა ინფლაციამ გარკვეულწილად გადააჭარბა კიდეც ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩევენებელს, რაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნის მიუხედავად, დეფლაციური ზეწოლის არარსებობაზე მიუთითებს. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს, მცირედით გაიზარდა და 5.4% შეადგინა. 

სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების (+9.1% წ/წ). წლიური 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოსა და ჯანდაცვაში. 

2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, შემცირებულია ტრანსპორტის (-6.0% წ/წ) და დასვენება-გართობის სერვისების (-2.9% წ/წ) ფასები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system