თავში

ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა

ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა
ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა

პანდემიამ ადამიანების ქცევის წესი შეცვალა. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დროს ძვირადღირებულ და მაღალი სიმაგრის ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც Financial Times-ი წერს, ბარებისა და რესტორნების დახურვის გამო ადამიანებიმა სასმელების, კოქტეილების, დამზადება სახლის პირობებში დაიწყეს. 

ხარისხიან და ძვირადღირებულ სასმელს უფრო ხშირად ყიდულობენ და კოქტეილებს თავად აკეთებენ. როგორც ანალიტიკოსი ედ მანდი განმარტავს, ამას ხელი საზღვრების ჩაკეტვამაც შეუწყო. მანდის თქმით, საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობების ჩაშლის გამო ადამიანებმა შვებულებისთვის დაზოგილი თანხა ძვირადღირებულ ალკოჰოლზე მიმართეს. ალკოჰოლის მწარმოებელთა ინფორმაციით, 2020  ტეკილის გაყიდვები 80%-ით გაიზარდა. გგაზრდილია ვისკის ბრენდების გაყიდვებიც. 

ცნობისთვის, ანალიტიკური კომპანია IWSR-ი საპირისპირო შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 8%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system