თავში

ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას შეამცირებს

​ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას შეამცირებს
ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება ტყეზე ზეწოლას შეამცირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგორესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყეზე ზეწოლის შემცირების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და ალტერნატიული განახლებადი ენერგიის გამოყენების გზები განიხილეს.

„დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ენერგოეფექტურობა და ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს. დონორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვიმსჯელეთ - თუ როგორ შეიძლება ტყეზე ზეწოლის შემცირება ალტერნატიული ენერგორესურსების საშუალებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა საპილოტე პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პროექტები საქართველოში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას და ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ალტერნატიული ენერგორესურსების და შეშის მდგრადი გამოყენების ღონისძიებები გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და CENN ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system