თავში

Amazon ბრიტანეთის Visa ბარათებით გადახდას შეაჩერებს

Amazon ბრიტანეთის Visa ბარათებით გადახდას შეაჩერებს
Amazon ბრიტანეთის Visa ბარათებით გადახდას შეაჩერებს

ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმა Amazon-ი მომავალი წლიდან გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოშვებული Visa საკრედიტო ბარათებით გადახდას შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

როგორც გამოცემა განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტრანზაქციებზე გადახდის სისტემის მაღალი საკომისიოა.

„2022 წლის 19 იანვრიდან ჩვენ აღარ მივიღებთ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ Visa საკრედიტო ბარათებს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებლებს მხოლოდ ბრიტანეთში გაცემული ბარათებით სარგებლობა აეკრძალებათ, ხოლო სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ Visa სადებეტო, MasterCard და Amex საკრედიტო ბარათებს შეუფერხებლად გამოიყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system