თავში

Amazon-ის პერსონალი სამედიცინო მომსახურებას ვირტუალურად მიიღებს

Amazon-ის პერსონალი სამედიცინო მომსახურებას ვირტუალურად მიიღებს
Amazon-ის პერსონალი სამედიცინო მომსახურებას ვირტუალურად მიიღებს

სავაჭრო გიგანტმა, ახალი პროექტი სახელწოდებით Amazon care წარადგინა. სამედიცინო პერსონალთან ვირტუალური კომუნიკაციისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა რომელზე წვდომაც პირველ ეტაპზე მხოლოდ ამაზონის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ექნებათ. საბოლოოდ, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, ჩეთისა და ვიდეოზარის მეშვეობით საჭირო სამედიცინო პერსონალს დაუკავშირდნენ.  ამაზონმა ეს მნიშვნელოვანი პროექტი ვაშინგტონში მდებარე კომპანია Oasis Medical Group-თან თანამშრომლობით შექმნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპლიკაცია ჯერ საჯარო არ არის, ის ამ ეტაპზე, ამაზონის ერთ-ერთი კამპუსის თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა აღნიშნული სერვისით დროთა განმავლობაში, კომპანიის სხვა თანამშრომლებიც ისარგებლებენ. აპლიკაცია თავსებადია როგორც ეფლის iOS 12.0-თან, ასევე Android 6.0-თან და მათ შემდგომ ვერსიებთან. აპლიკაციის პირობების თანახმად, სისტემაში ჩართულ ექიმებს რეცეპტის გამოწერის უფლებაც აქვთ, ექიმის დანიშნული პრეპარატი კი, პაციენტს შეუძლია ონლაინ აფთიაქების მეშვეობით შეუკვეთოს და მოკლეს ვადაში, კონკრეტულად კი 2 საათის განმავლობაში მის მიერვე მითითებულ მისამართზე მიიღოს. ამაზონის ეს სიახლე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ცვლის ბიზნესის და ურთიერთობების ფორმას, ყველა სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system