თავში

Amazon მარიხუანას კონტრაბანდაში დაადანაშაულეს

Amazon მარიხუანას კონტრაბანდაში დაადანაშაულეს
Amazon მარიხუანას კონტრაბანდაში დაადანაშაულეს

ინდოეთის პოლიციამ  Amazon-ის ადგილობრივი სამმართველოს ხელმძღვანელებს ონლაინ მაღაზიის საშუალებით მარიხუანას სავარაუდო კონტრაბანდის საქმეზე ბრალი წაუყენა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  Reuters წერს.

მადჰია პრადეშის შტატის პოლიციამ 14 ნოემბერს 20 კგ მარიხუანას კონტრაბანდის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა. პოლიციის ცნობით, დამნაშავეები კანაფს Amazon-ის მეშვეობით ყიდდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-ზე ჯამში 1 ტონა მარიხუანა დაახლოებით 148 000 დოლარად გაიყიდა.

Amazon-ის სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია  მკაცრ ზომებს იღებს მსგავსი სახის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system