თავში

ამერიკამ კუბას ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკამ კუბას ახალი სანქციები დაუწესა
ამერიკამ კუბას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტი იუწყება. უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინფორმაციას "ალჯაზირა" ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშინგტონმა სანქციების გამკაცრება კუბაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ვენესუელის რეჟიმის მხარდაჭერის გამო გადაწყვიტა.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ცნობით, ამიერიდან საავიაციო ტექნოლოგიების და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ექსპორტის წესები გამკაცრდება. კერძოდ შეიზღუდება კომერციულ თვითმფრინავებზე ჰავანას წვდომა, რაც არსებული ლიცენზიების გაუქმებით მოხდება. გარდა ამისა, აღარ გაიცემა ახალი ლიცენზიები.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ი კუბისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო გადარიცხვებს დაბლოკავს იმ შემთხვევაში, თუ თანხა კუბის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციაში გადაირიცხება.

2014 წელს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზების და სანქციების შემსუბუქების შესახებ განაცხადა. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლის შემდეგ კი ახალმა პრეზიდენტმა წინამორბედის პოლიტიკას შეცდომა უწოდა და კუბაზე ემბარგო შეინარჩუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system