თავში

ამერიკაში სააქციო ბაზრები კიდევ უფრო გაიზარდა

ამერიკაში სააქციო ბაზრები კიდევ უფრო გაიზარდა
ამერიკაში სააქციო ბაზრები კიდევ უფრო გაიზარდა

"10 მარტს, აშშ-ს კონგრესმა ჯო ბაიდენის $1.9 ტრილიონის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რაც აშშ–ს ისტორიაში ყველზე მსხვილი ეკონომიკური დახმარების პაკეტია. პაკეტის ხელმოწერის შემდეგ ამერიკაში სააქციო ბაზრები კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრი ანალიტიკოსი მოელის, რომ საცალო ინვესტორები მიღებული დახმარების დიდ ნაწილს კაპიტალის ბაზრებში დააბანდებენ. დოიჩე ბანკის კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებელმა შესაძლებელია $30 მლრდ-ს მიაღწიოს," - ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. 

აქვე განმარტებულია, რომ აშშ-ს 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მარტში შემოსავლიანობა ამერიკის კორპორატიული ობლიგაციებზეც გაიზარდა (ობლიგაციის ფასი და შემოსავლიანობა უკუპროპორციულია). ანალიტიკოსების მოსაზრებით, დაფინანსების გაძვირებამ, შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. 

"საერთო ჯამში, გლობალური კაპიტალის ბაზრებისთვის მარტი საკმაოდ კარგად დაიწყო. S&P 500 ინდექსი მარტის პირველ 2 კვირაში 4.1%-ით გაიზარდა, ხოლო დოუ ჯონსის ინდექსი კი იმავე პერიოდში 6.5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების ყურადღების ქვეშ ენერგეტიკის და საფინანსო სექტორები მოექცა. ენერგო კომპანიებზე დადებითი გავლენა ერთი მხრივ გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მოლოდინებმა, მეორე მხრივ კი ნავთობის მზარდმა ფასებმა იქონია. 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე ბანკებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს (მსოფლიო MSCI ინდექსში შემავალი ბანკების ღირებულება 2021 წელს 20%-ით გაიზარდა). აშშ-ი საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამცირებს „მზარდი” (Growth) კომპანიების ღირებულებას (რადგან მცირდება მომავალი ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება) და ინვესტორების ინტერესდებიან value კომპანიებით. შედეგად, ტექნოლოგიური კომპანიებით შემდგარი NASDAQ ინდექსი 8 მარტისთვის 4.4%-ით დავარდა. თუმცა, მოგვიანებით, ფასები გაიზარდა და საბოლოო ჯამში მარტის პირველ ნახევარში 2.0%-იანი ზრდა აჩვენა," - განმარტებული მიმოხილვაში. 

ცნობისთვის, მარტის პირველ 2 კვირაში აშშ-ს, Cboe Volatility (მერყეობის) ინდექსის, VIX-ის, შემცირდა და 15 მარტის მდგომარეობით 20-ის ნიშნულს მიაღწა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system