თავში

ამერიკელების 50% ფიქრობს, რომ Facebook-ს ცუდი გავლენა აქვს

ამერიკელების 50% ფიქრობს, რომ Facebook-ს ცუდი გავლენა აქვს
ამერიკელების 50% ფიქრობს, რომ Facebook-ს ცუდი გავლენა აქვს

აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელი Facebook  საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება. Report.ge-ის ცნობით,  ამას მოწმობს The Washington Post-ისა და Schar School-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები. 

გამოკითხულთა 10% დარწმუნებულია, რომ Facebook  დადებითად მოქმედებს საზოგადოებაზე. 33% მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელის გავლენა არც დადებითია და არც უარყოფითი.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ს მომხმარებელთა ნახევარზე მეტი არ ენდობა Facebook-ის ადმინისტრაციას ამა თუ იმ გზით, ისევე როგორც სოციალურ ქსელებს Instagram-ს, TikTok-ს, Whatsapp-სა და YouTube-ს.

საერთო ჯამში, გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობას უნდა ჰქონდეს მეტი კონტროლი იმაზე, თუ როგორ იცავენ ტექნიკური კომპანიები მომხმარებლის მონაცემებს.

გამოკითხვა 4-დან 22 ნოემბრის ჩათვლით, 1 122 ამერიკელ მოზარდს შორის ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system