თავში

ამერიკული ინვესტიციების ეფექტი საქართველოსთვის

ამერიკული ინვესტიციების ეფექტი საქართველოსთვის
ამერიკული ინვესტიციების ეფექტი საქართველოსთვის

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის დიდი სარგებლის მომტანია.  გარდა კომერციული ინტერესებისა, არჩვაძე თვლის, რომ დიდია ასევე პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა, რასაც აშშ საქართველოს მიმართ იჩენს. აქედან გამომდინარე, სტატისტიკოსის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრმა ძალიან სწორად დასვა აქცენტი, როდესაც განაცხადა, რომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ინვესტიციებს აშშ-დან. 

,ამერიკასთან სტაბილური ურთიერთობები გვაქვს და ეს გამოიახატება დახნმარებების იმ პაკეტშიც, რომელიც პანდემიის გამო საქართველომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიიღო. მაგალითად, თებერვალში ყველაზე მეტი ვალი ამოღებული გვაქვს მსოფლიო ბანკისგან, რაც გარკვეულწილად აშშ-ს კეთილგანწყობით არის განპირობებული. შეიძლება, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან ბოლო დრომდე მასშტაბური არ იყო, მაგრამ დინამიკას თუ შევადარებთ, მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო ცდილობს საქონლის ექსპორტით საქართველოში მოახდინოს თავისი სავალუტო რეზერვების შევსება. მას უფრო უტილიტარული, კომერციული ინტერესები ამოძრავებს. აშშ-ს მონაწილეობა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და ითვალისწინებს საქართველოს ძირეულ, ეკონომიკურ-პოლიტიკურ და უსაფრთხეობის ინტერესებსაც",  - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ საყურადღებოა ამერიკული ინვესტიციების დარგობრივი სტრუქტურა, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების მიღწევასა და კეთილდღეობაში ეხმარება.

,,შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკული ინვესტიციების უმეტესად განაწილებულია კავშირგაბმულობაში, ენერგეტიკასა და რამდენიმე სხვა დარგში, რომელთაწარმატებით ფუუნქციონირებაზე მნიშვნელოვნადარის დამოკიდებული მოსახლეობის კეთილდღეობაც, სამუშაო ადგილების შექმნაც, მდგრადი განვითარებაც და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებაც, მით უმეტეს, პენდემიის პირობებში. ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება სხვა ქვეყნებში კაპიტალის დაბანდებას, საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკდიებულების და ტანამშრომლობის კურსს არ ცვლის, რაც ორმაგად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია", - ამბობს არჩვაძე.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია - 2020 წლის I კვარტალის მონაცემით ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system