თავში

ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი თბილისში დღეს იხსნება

​ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი თბილისში
ამიერკავკასიაში უმსხვილესი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი თბილისში დღეს იხსნება

ამიერკავკასიაში უდიდესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“, ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათი რჩება.

ჰიპერმარკეტის სლოგანია - „მეტი ინოვაცია შენი სახლისთვის“. ჰიპერმარკეტში შესვლისთანავე მომხმარებელს დახვდება სენსორული მონიტორები, რომელსაც ნავუგაციის ფუნქცია აქვს და ეს მოწყობილობა ადამიანებს დაეხმარება, სასურველი პროდუქტის აღმოჩენაში.

ჰიპერმარკეტში 21 ქვეყნის წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000 პროდუქტია 11 სექციაშია წარმოდგენილი.

„მიჰაუსი“ ამიერკავკასიის ბაზარზე კლიენტების მომსახურებაში ინოვაციურ მეთოდს დანერგავს, რისტვისაც VR სათვალეს გამოიყენებს. კომპანიის დიზაინერები 3D გამოსახულებაში შექმნიან მომხმარებლისთვის სასურველი ინტერიერის დიზაინს, რომელსაც ამ სათვალის მეშვეობით მთლიანად დაათვალიერებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც რემონტის დროს, ასევე გაუთვალისწინებელი პროცესებისგან გამოწვეულ დამატებით ხარჯებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system