თავში

ანა დოლიძე ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს და მანიფესტს აქვეყნებს

ანა დოლიძე ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს
ანა დოლიძე ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს და მანიფესტს აქვეყნებს

გავერთიანდეთ და შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის! - ანა დოლიძე ხალხს მანიფესტით მიმართავს.

მანიფესტის ეკონომიკურ ნაწილში ანა დოლიძე ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს არსებობისთვის ბრძოლა და არა ზრუნვა განვითარებაზე!

მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში არ ჩანს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი და ეკონომიკური ზრდა ჩვენს სახელმწიფოში ითარგმნება კაპიტალის ვიწრო წრეში კონცენტრაციაში.

"ეს არის მდიდრების გამდიდრების და ღარიბების გაღარიბების პოლიტიკა!..ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ინაწილებენ საჯარო სიკეთეებს. არსებული სიკეთე რჩება ვიწრო წრეში. ძლიერდება მონოპოლიები. კლანურობა, კორუფცია, ბიუროკრატია, ცუდი მმართველობა კლავს კონკურენციას და ამუხრუჭებს განვითარებას. ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ქმნის პირობებს საქართველოში ძლიერი მეწარმეთა კლასის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შექმნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. საქართველო განწირულია მცირე ეკონომიკური ზრდისთვის!..არადა, ჩვენ გვჭირდება ნახტომი ეკონომიკაში!" - აღნიშნულია მანიფესტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system