თავში

ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდას პროგნოზირებენ

ანალიტიკოსები ნავთობის ფასის ზრდას პროგნოზირებენ
ანალიტიკოსები ნავთობის ფასის  ზრდას პროგნოზირებენ

გასული სავაჭრო დღის განმავლობაში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი მცირედით დაეცა, თუმცა ბარელზე 77 აშშ დოლარიან ნიშნულს აღემატებოდა.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეს ხსნის ტექნიკურ პოტენციალს ნავთობის ფასის ბარელზე 80 დოლარამდე აწევისთვის.

ნავთობის ფასის ზრდა გარკვეულ წილად იმით არის განპირობებული, რომ ნავთობის კომერციული მარაგი შეერთებულ შტატებში 17 დეკემბერს დასრულებული კვირისთვის მოსალოდნელზე მეტად დაეცა. ნავთობის მოპოვება კვირაში 100 ათასი ბარელით შემცირდა - დღეში 11,6 მლნ ბარელამდე.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system