თავში

ანტიდემპინგური კანონი შესაძლოა გადავადდეს

ანტიდემპინგური კანონი შესაძლოა გადავადდეს
ანტიდემპინგური კანონი შესაძლოა გადავადდეს

ანტიდემპინგური კანონი, შესაძლოა, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ნამდვილად ვერ ამოქმედდეს. მთავრობის დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი წარმოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ ჩავარდა. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ საკითხი საკონსტიტუციო დონეზე განხილულია, თუმცა წლის ბოლომდე ტექნიკური პროცედურის გავლა შესაძლოა ვერ მოესწროს.

,,კონსტიტუციის ნაწილი განვიხილეთ. პროცედურის გავლა რჩება, ტექნიკურად 3 მოსმენა უნდა მოესწროს. ცოტა არ იყოს, ვადასთან დაკავშირებით ვიზღუდებით, რის გამოც, შესაძლოა, კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ვერ ამოქმედდეს, მაგრამ არც დიდი ხნით გადაიწევს. ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, ხოლო მეწარმეებს - სხვა. ამიტომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა ჭიანურდებოდა. ჩვენ ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მეწარმეებისთვის გვინდა, თუმცა რისკების დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს: წინასწარი მოკვლევის წესი, რომელიც კანონქვემდებარე აქტია, გადაწყვეტილების მიღების წესი და წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება. საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა ტიპის ფილტრები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს. თუ ამ თემებზე შევთანხმდებით, ვფიქრობ, კანონს მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა კაკულიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system