თავში

ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცებულია

ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცებულია
ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცებულია

ქვეყანის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა კანონის სახე უკვე მიიღო. საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი 84 მომხრითა და  არც ერთი მოწინააღმდეგით დაამტკიცა.

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

2020 წლის ბიუჯეტი16 მილიარდამდეა, ანუ მთავრობა წლის ბოლომდე 16 მილიარდ ლარს დახარჯავს.

სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება.

600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება უმცირდება. სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ახალი თანამშრომლების მიღება და პრემიები.

ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ეკონომიკური ზრდა კი მინუს 4 პროცენტი იქნება.

ცნობისთვის, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სოციალური და ეკონომიკური შოკების შესამცირებლად, აუცილებელი გახდა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება, რისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტის დაკორექტირება გახდა საჭირო. ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო საბიუჯეტო რესურსი 3 მლრდ 4 მილიონ ლარს შეადგენს და ის 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system