თავში

Apple-მა, 10 წლის განმავლობაში პირველად, iPhone-ის წარმოება შეაჩერა

Apple-მა, 10 წლის განმავლობაში პირველად, iPhone-ის წარმოება შეაჩერა
Apple-მა, 10 წლის განმავლობაში პირველად, iPhone-ის წარმოება შეაჩერა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა, ათი წლის მანძილზე პირველად, iPhone-ისა და iPad-ის აწყობა რამდენიმე დღით შეაჩერა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Nikkei Asia იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, Apple იძულებული გახდა, მოწყობილობების კომპონენტების ნაკლებობისა და ჩინეთში ელექტროენერგიის გამოყენების შეზღუდვის გამო, წარმოება დროებით შეეჩერებინა.

”ნაწილების და ჩიპების დეფიციტის გამო, დღესასწაულების პერიოდში ზეგანაკვეთურ მუშაობას და დასაქმებულთათვის დამატებითი ხელფასის გადახდას აზრი არ ჰქონდა”, - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში Apple-მა  დაგეგმილზე 20%-ით ნაკლები iPhone 13 აწარმოვა. იმავე პერიოდში iPad-ის წარმოება 50%-ით შემცირდა. მსგავსი ვითარება იყო ნოემბრის თვეშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით Apple-ის წარმომდგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ხოლო, როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერდა, Apple-ს iPhone 13-ის სმარტფონების მოთხოვნა შეუმცირდა.

კორპორაცია Apple 1976 წელს დაარსდა და მას შემდეგ პერსონალურ კომპიუტერებს, პლანშეტებს, აუდიო ფლეერებს, ტელეფონებს, სმარტ საათებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system