თავში

Apple-მა ჩინეთთან ფარული ხელშეკრულება გააფორმა

Apple-მა ჩინეთთან ფარული ხელშეკრულება გააფორმა
Apple-მა ჩინეთთან ფარული ხელშეკრულება გააფორმა

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ჩინეთის მთავრობასთან  საიდუმლო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი,  რომლის ღირებულება დაახლოებით 275 მილიარდი აშშ დოლარია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო The Information იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით,  ტიმ კუკი ხელშეკრულების ხელმოწერას პირადად ლობირებდა, რათა კომპანიას ჩინეთში ოფისებ შეენარჩუნებინა. თავის მხრივ, Apple-მა პირობა დადო, რომ ინვესტირებას განახორციელებს ჩინეთის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებაში.

ტიმ კუკმა შეთანხმებას ხუთწლიანი ვადით ხელი 2016 წელს ჩინეთში პირადი ვიზიტის დროს  მოაწერა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებამდე ტიმ კუკი ჩინელ ოფიციალურ პირებს შეხვდა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ინვესტიციების სანაცვლოდ ქვეყანაში კომპანიის გაფართოებას ხელს არ შეუშლიდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system