თავში

Apple-ს ჩაძირვით ემუქრებიან

Apple-ს ჩაძირვით ემუქრებიან
Apple-ს ჩაძირვით ემუქრებიან

კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმა, რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს. მან დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს. ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში. ინფორმაციას The Telegraph - ი ავრცელებს.

მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, ჩინური Royole FlexPai -ის ანალოგია და მისი თვითღირებულებიდან გამომდინარე, რეალური სარეალიზაციო ფასი 1400 დოლარია, თუმცა ესკობარი ფასს 4-ჯერ ამცირებს Apple-ის მომხმარებლების გადმოსაბირებლად.

„ეს არის Apple-ის გაყიდვების შემცირების მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მე ვამბობდი, რომ Apple-ს გავანადგურებ და ამას გავაკეთებ. მე ადამიანებს 350 დოლარად ისეთი ტელეფონების შეძენის საშუალებას მივცემ, რომელთაც ათას დოლარზე ნალებად ვერ იყიდიან. ჩემი მიზანია Apple-ის დამარცხება, მე ამას გავაკეთებ,“ - აცხადებს ესკობარი.

Escobar Fold 1 შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 100 000 ეგზემპლიარი გამოვიდა.

ესკობარი ილონ მასკსაც უჩივის გაზის ღუმელის Not a Flamethrower-ის (არა ცეცხლმფქრევი) იდეისა და კონსტრუქციის მოპარვისთვის.

ესკობარი ხელს აწერს ასევე კოლექტიურ საჩივარს, რომლითაც საჩივრის ავტორებთან ერთად Apple-ისგან ითხოვს დააბრუნოს „არალეგალური მოგებით" მიღებული 30 მლრდ. დოლარი. საჩივრის ავტორებუი ამტკიცებენ, რომ Apple-ი ტელეფონებზე "არაგონივრულად გაბერილ ფასებს" აწესებს, რითაც მომხმარებელს ატყუებს და ძარცვავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system