თავში

Apple უპილოტო ელექტრომობილს 2025 წელს გამოუშვებს

Apple უპილოტო ელექტრომობილს 2025 წელს გამოუშვებს
Apple უპილოტო ელექტრომობილს 2025 წელს გამოუშვებს

Apple სრულად თვითმართვად ელექტრო ავტომობილს  2025 წელს გამოუშვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

გამოცემის ცნობით, ავტომობილის შექმნაზე Apple Watch-ის პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი ინჟინრები იმუშავებენ.

კომპანიის მიზანია შექმნას ელექტრომობილი, რომელსაც საჭე და პედალები არ ექნება. პარალელურად განიხილება მანქანის ცენტრში დიდი სენსორული ეკრანის განთავსების შესაძლებლობა. მანქანა მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული Apple-ის სხვა პროდუქტებთან.

Apple-ის ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეიმუშავა ჩიპი მანქანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ავტონომიური მართვის ფუნქციებზე. კომპანია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი მანქანის უსაფრთხოებას, რისთვისაც მრავალი დონის სარეზერვო სისტემას ავითარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system