თავში

არ გვაქვს ილუზია, რომ პრობლემები არ არსებობს - დავითაშვილი

არ გვაქვს ილუზია, რომ პრობლემები არ არსებობს - დავითაშვილი
არ გვაქვს ილუზია, რომ პრობლემები არ არსებობს - დავითაშვილი

ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ პანდემიიდან გამომდინარე პრობლემები არ არსებობს; აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს მიერ რესურსები ეფექტანად და მიზნობრივად დაიხარჯა“, - ასე ფიქრობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი მთავრობის მიერ მოსახლეობის დასახმარებლად შემუშავებული პაკეტის მოცულობასა და ეფექტიანობაზე.

დავითასვილის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება იყო მიზნობრივი და ის სოციალური ზეწოლა, რაც პანდემიამ გამოიწვია, იყო მაქსიმალურად შემცირებული.

„ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა შეფასდა ძალიან მაღალი ნდობის მქონე უწყების მიერ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ძირითადად, შეფასებულ იქნა როგორც ეფექტიანი. მიზანმიმართული იყო ჩვენი დახმარების პაკეტი. საკმაოდ მაღალი იყო სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები. რომ არა ის ინტერვენციები, რაც სახელმწიფომ განახორციელა, ჩვენს ქვეყანაში სოციალური ფონი ბევრად მძიმე იქნებოდა, ბევრად მძიმე იქნებოდა თითოეული ჩვენი მოქალაქის მდგომარეობა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ პანდემიიდან გამომდინარე პრობლემები არ არსებობს; აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს მიერ რესურსები ეფექტანად და მიზნობრივად დაიხარჯა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system