თავში

"არჩევნები შედგა" - ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

"არჩევნები შედგა" - ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა
არჩევნები შედგა - ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო.

კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესი შეაფასა, როგორც კონკურენტულ გარემოში ჩატარებული.

"მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.

არჩევნების პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო.

მხოლოდ ცალკეულ უბნებზე, მცირე ხნით შეფერხდა საარჩევნო პროცესი, კონკრეტული ინციდენტების გამო, არჩევნები შედგა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system