თავში

აშშ-საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორობას The Heritage Foundation-ი აფასებს

აშშ-საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორობას
აშშ-საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორობას The Heritage Foundation-ი აფასებს

The Heritage Foundation-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით „მეტი დემოკრატია და ღია ბაზრები საქართველოს წინსვლის გზაა“.

სტატიის ავტორები ენტონი კიმი და მამუკა წერეთელი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო ცალსახად არის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ქვეყანა კრიტიკული მნიშვნელობის სავაჭრო და ენერგო მარშრუტს სთავაზობს მსოფლიოს კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ძლიერი აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის ინტერესებს ემსახურება.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია დასავლეთთან ინტეგრირების და საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით. 1996 წლიდან, როდესაც The Heritage Foundation ორგანიზაციამ დაიწყო ქვეყნის მოხსენიება თავის წლიურ პუბლიკაციაში „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, საქართველოს ეკონომიკა დაწინაურდა და თუ ადრე „ეკონომიკურად დათრგუნული“ იყო ახლა „მეტწილად თავისუფალია“. ინდექსის უახლესი გამოცემის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი რეგიონისას ბევრად აღემატება და მსოფლიოს გასაშუალოებულ მაჩვენებელსაც უსწრებს წინ. ღია საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები, შემცირებული რეგულირება და გამარტივებული საგადასახადო სისტემა განაპირობებდა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაციას. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაშვენებელი 100-დან 77.1 არის, რის გამოც 2020 წლის ინდექსში მე-12 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამეწარმეო ჩარჩო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეკონომიკური საქმიენობების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

„ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტები, როგორიცაა აგრარული სექტორი. ბიზნეს წამოწყებები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში განხორციელებული ახალი ინვესტიციები, მაინც ნაკლებად ფინანსდება ფორმალური ფინანსური ინსტიტუტების მიერ. მნიშვნელოვანი აქტივები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილი, სახელმწიფო საკუთრებაში რჩება არაეფექტური მართვის პირობებში. ამასთანავე, კაპიტალის ბაზრები კვლავ განუვითარებელია და ადეკვატური სიღრმე არ გააჩნია გრძელვადიანი, გააზრებული დაფინანსების უზრუნველსაყოფად გაფართოვების მსურველი კომპანიებისთვის“, - წერია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system