თავში

აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება

​აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება
აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება

აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება. ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზე ჩვენს მინერალურ რესურსს, წიაღისეულს დეტალურად აღიწერება.

„აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ - დან,“ - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ცნობითვე, მემორანდუმის დეტალებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებას საქართველოში აშშ-ს ელჩის მხარდაჭერაც ექნება. კელი დეგნანმა ამაზე მზაობა უკვე დააფიქსირა.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული მხარე  სამთომოპოვებით სექტორში სამომავლო თანამშრომლობასაც გეგმავს. სექტორში წინასწარი კვლევის მიზანი ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრაა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას ქვეყნის ამ სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system