ონლაინ ფორუმზე ტენდენციები და მომავალი ათწლეულის პერსპექტივები განიხილეს. Ghvino Forum ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მიიღო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ქართული ღვინის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ღვინის კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ( AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9,4%-ით შემცირდა. ამ პირობებშიც კი, იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება, 2020 წელს, 21,4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე, ბოლო 6 წელი, სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს მიაღწია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა. პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გააგრძელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ონლაინ გაყიდვების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ და მედია აქტივობებზე, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მხარდაჭერაზე; ამ კუთხით, უპირატესობა მიენიჭება წითელ ღვინოებს, რადგან ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ბაზრებზე, ექსპორტის დიდი წილი სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის; ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.- მთავარი
- ეკონომიკა
- აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე ფორუმი გაიმართა
აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე ფორუმი გაიმართა
აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტზე ფორუმი გაიმართაკატეგორიის სხვა ახალი ამბები
- ლარი კვლავ გამყარდა 14 იანვარი, 2022 / 17:08
- აზერბაიჯანში საშუალო ანაზღაურება 3%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 16:00
- Dogecoin 20%-ით გაძვირდა 14 იანვარი, 2022 / 15:15
- ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია - მედეა ჯანიაშვილი 14 იანვარი, 2022 / 15:00
- მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე - ქვრივიშვილი 14 იანვარი, 2022 / 13:24
- გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა - თურნავა 14 იანვარი, 2022 / 13:22
- ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის 14 იანვარი, 2022 / 12:59
- ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება 10,6%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 12:30
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა 14 იანვარი, 2022 / 12:15
- საარსებო მინიმუმი შემცირდა - საქსტატი 14 იანვარი, 2022 / 11:55
ბოლო სიახლეები
-
დღეს ბედობაა
-
აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
-
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
-
ქვეწარმავლების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
-
კვება საათობრივად - როგორ "ვიშიმშილოთ" სწორად
-
გეწვევათ თუ არა სიყვარული 2022 წელს? - ქვიზი
-
თბილისის "საახალწო სოფელი" კონცერტით დაიხურა
-
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
-
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება
-
"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
-
შიზოფრენიით სნეულმა სექტამ მიტინგის მოწყობა სცადა - გამსახურდია
-
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო
-
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO
-
მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი
-
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
-
გაჯეტები 10 წელში გაქრება
-
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ
-
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
-
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან
ბელა გელაშვილი
ავტორი