თავში

აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი დასახელდა

აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი დასახელდა
აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი დასახელდა

ისტორიაში პირველად, აშშ-ში წლიური გაყიდვებით იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ General Motors-ს გადაუსწრო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გამოცემა NHK ავრცელებს. 

Toyota Motor North America-ს ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კომპანიამ 2021 წელს  2,33 მილიონზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა. ამავდროულად, უმსხვილესმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors-მა დაახლოებით 2,21 მილიონი მანქანა გაიტანა სარეალიზაციოდ. ამგვარად, პირველად 1931 წლის შემდეგ, აშშ-ს გაყიდვებში GM  პირველი ადგილი დათმო.

GM-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 12.9%-ით შემცირდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ნახევარგამტარების გლობალურმა დეფიციტმა.

წარმოება Toyota-მაც შეამცირა, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system