თავში

აშშ-ში რეკორდული რაოდენობის რობოტები დაიქირავეს

აშშ-ში რეკორდული რაოდენობის რობოტები დაიქირავეს
აშშ-ში რეკორდული რაოდენობის რობოტები დაიქირავეს

2021 წლის ცხრა თვეში ამერიკულმა კომპანიებმა 29 ათასი რობოტი შეიძინეს, რაშიც ჯამში 1,48 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადეს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც ცნობილია, ამერიკულ კომპანიებს რობოტების შეძენა მუშახელის დეფიციტის შესავსებად დასჭირდათ. ასეთი მასიური რობოტიზაციის მიზეზი  საქონელზე და პროდუქტებზე მოთხოვნის მაღალი ზრდა და სპეციალისტების ნაკლებობაა. ბევრმა კომპანიამ, კორონავირუსული პანდემიის შედეგების ფონზე, ვერ შეძლო თანამშრომლების მოზიდვა ან მათი უკან დაბრუნება.

რობოტების უმეტესობა საავტომობილო და მეტალურგიულმა კომპანიებმა, ასევე საკვების მწარმოებლებმა შეიძინეს. თუმცა, რობოტების შესყიდვის მასშტაბების ზრდა შეინიშნება ამერიკის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system