თავში

აშშ სტრატეგიული რეზერვიდან 50 მლნ ბარელ ნავთობს გამოუშვებს

აშშ სტრატეგიული რეზერვიდან 50 მლნ ბარელ ნავთობს გამოუშვებს
აშშ სტრატეგიული რეზერვიდან 50 მლნ ბარელ ნავთობს გამოუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფორმით შეერთებული შტატები ნედლეულზე ფასების შემცირებას შეეცდება.

„პრეზიდენტი დღეს გამოაცხადებს, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტი ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონ ბარელზე წვდომას უზრუნველყოფს, რათა ფასები შემცირდეს და პანდემიის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობა აღმოიფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა  OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system