თავში

აწარმოე პირბადე - მთავრობა სამკერვალოებს მიმართავს

აწარმოე პირბადე - მთავრობა სამკერვალოებს მიმართავს
აწარმოე პირბადე - მთავრობა სამკერვალოებს მიმართავს

ეკონომიკის სამინისტრო პირბადეების წარმოებით დაინტერესებულ საწარმოებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.

"კორონავირუსის (COV-19) პანდემიის გამო მსოფლიოში შეიქმნა პირბადეების დეფიციტი. აღნიშნულმა მოცემულობამ ნათლად დაგვანახა ამ და სხვა სანიტარულ - ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში წარმოების აუცილებლობა. 

სწორედ ამიტომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო პირბადეების და სხვა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელთა მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს შეიძლებოდა ეპიდემიის პრევენცია საქართველოში. 

დღეის მდგომარეობით კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული პირბადეების წარმოებაში, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის გაზრდა, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად მიიღწევა. 

აღნიშნული პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ კომპანიებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი. 

ქართული სამედიცინო პირბადე დამზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ CDC-ს და WHO—ს რეკომენდაციების გათვალისწინებით"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეის მონაცემებით, სულ დამზადებულია 1,3 მლნ პირბადე.

პროგრამაში #აწარმოე პირბადე 9 სამკერვალო დაწესებულებაა ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system