თავში

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად მასტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system