თავში

აუდიტის სამსახურს მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება

აუდიტის სამსახურს მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა
აუდიტის სამსახურს მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საფუძველზე, რომელიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. 

კერძოდ, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს.

"აღნიშნული ვალდებულება სცდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატს, რომელიც აკონტროლებს მხოლოდ საჯარო ფინანსებს,"-აღნიშნავენ უწყებაში და განმარტავენ, რომ მოქმედი კანონდებლობით ამაზე პასუხისმგებელია კომუნიკაციების კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

ცნობისთვის დაგეგმილი ცვლილებები ადგენს მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system