თავში

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს აუდიტს, აუდიტის სახელმწიფო სამსახური გაუწევს 

ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს აუდიტს, აუდიტის სახელმწიფო სამსახური გაუწევს 
ევროკავშირის მიერ გამოყოფილ თანხებს აუდიტს, აუდიტის სახელმწიფო სამსახური გაუწევს 

ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსების აუდიტს, აუდიტის სახელმწიფო სამსახური განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი საქართველოს ინსტიტუტების მიმართ დიდ ნდობას ადასტურებს.

განცხადება არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას, სამსახურის ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„90 აუდიტორული შეფასება, საჯარო სექტორის 85%-იანი დაფარვა, 12 ეფექტიანობის ანგარიში, - მივესალმებით, რომ იზრდება ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელობა, ასევე, მივესალმებით იმ სიახლეებს, რომელიც რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემას უკავშირდება, - უდავოდ, გასაღები, რომელიც პარლამენტს ამ სისტემაზე გადაეცემა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ბერკეტი ჩვენთვის, რომ უფრო ინტენსიური მონიტორინგი გავუწიოთ პროცესს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system