თავში

აუზების მომსახურება დიდი ალბათობით გაძვირდება

აუზების მომსახურება დიდი ალბათობით გაძვირდება
აუზების მომსახურება დიდი ალბათობით გაძვირდება

„ჯინო ფერედაისის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ჯიქია აცხადებს, რომ აუზების ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია, რის გამოც მომსახურება 10-15%-ით გაძვირდება.

მისივე განმარტებით, ბიზნესი საბოლოო მოთხოვნების ჩამოყალიბებას ელოდება და მზადაა სტუმრებს უმასპინძლოს.

„ვმსჯელობთ, რამდენჯერ და რა სახით უნდა ხდებოდეს წყლის დასუფთავება. ჩვენ გვინდა ობიექტი გავხსნათ ისე, რომ ბიზნესი არსებობდეს, როგორც ბიზნესი და ამისგან ვნახოთ სარგებელი, თან არ შევქმნათ ეპიდემიოლოგიური რისკები. ახლა ვმსჯელობთ რამდენ პროცენტ წყალს უნდა ვცვლიდეთ ყოველდღიურად და შესაბამისად რამდენად გაგვეზრდება დანახარჯები. ფაქტია, რომ ამ ტიპის ბიზნესის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია, რის გამოც მომსახურება 10-15%-ით გაძვირდება. ზოგადი რეკომენდაციები ცნობილია, ესაა  თერმოსკრინინგის, დეზობარიერების, ავეჯისა და ინვენტარის დეზინფექციის ვალდებულება, მაგრამ სხვა დეტალებს ველოდებით," - ამბობს ჯიქია. 

შეგახსენებთ, გუშინ ბიზნესომბუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ფიტნეს ცენტრების, ასევე ღია და დახურული ტიპის აუზების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც გაირკვა, რომ ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system