თავში

ავიაცია იმედს ზაფხულის სეზონზე ამყარებს

ავიაცია იმედს ზაფხულის სეზონზე ამყარებს
ავიაცია იმედს ზაფხულის სეზონზე ამყარებს

ავიაციაში ცვლილებებს ზაფხულიდან ელიან. მძიმე ვითარებაში არსებული ინდუსტრია ახალი სეზონისთვის ემზადება. როგორც „ჰაბ ჯორჯიის" დამფუძნებელი გიორგი კოდუა report.ge-თან აცხადებს, იმედი აქვს, ხელისუფლება ავიასექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.

რამდენიმე დღის წინ შევხვდით მთავრობის წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ ჩვენს პროექტებზე იყო, რომლებიც ზაფხულის სეზონს ეხება. თვითმფრინავების დარეგისტრირების, შემოყვანისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მთავრობა მზადყოფნას გამოხატავს, რომ ყველაფერი დაარეგისტრიროს. იმ შემთხვევაში, რომ გეგმის მიხედვით წავა პროცესები და სიტუაცია არ შეიცვლება, ივნის-ივლისში ავიაცია აღდგენას დაიწყებს. სავარაუდოდ, ივლისში ოპერირება უნდა დავიწყოთ. ეკონომიკა დიდწილად გაიხსნა და პროცესი გრძელდება, რაც დადებითი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს“, -აცხადებს გიორგი კოდუა.

ავიაციის ექსპერტის, იასე ზაუტაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეპიდემიის მასშტაბი, რა მხრივაც ეკონომიკის გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კრიზისის დაძლევის იმედს იძლევა. 

„დარგის პერსპექტივა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით.  მთელი ტურისტული სექტორი, მათ შორის სამგზავრო გადაზიდვები, აბსოლუტურად ამაზეა მიბმული. თუკი მხოლოდ და მხოლოდ „პისიარ“ ტესტით ექნებათ საშუალება მგზავრებს, იმოძრაონ, მაშინ, რასაკვირველია, კრიზისის დაძლევას შევძლებთ. მთავარია, მთავრობა „ლოქდაუნებიდან" გამოვიდეს. ველოდებით, რომ სრულად განახლდება ფრენები, ბევრი რამ მიმღებ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება. აქტიურ სეზონზე ბილეთები ყოველთვის მაღალი იყო, ამ ეტაპზე კი მოსალოდნელია, 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდეს", - ამბობს ზაუტაშვილი report.ge-თან და დასძენს, რომ მიმდინარე ხარჯი გაიზრდება, რადგან ავიაკომპანიებს მეტი ფულის დახარჯვა უწევთ კოვიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორც თანამშრომლების ტესტირებისთვის, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგოოდ ზომების მისაღებად, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა და სხვა, რაც ასევე მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული.

ცნობისთვის, ახალი კვლევით, 2021 წელს, გლობალურ და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოში ფრენები პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდება და მომავალ წელსვე 120%-მდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის პროცესი 2022 წელს წარიმართება წარმატებით, საჰაერო მიმოსვლა გაუმჯობესებას 2023 წლამდე 105%-ით შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გამწვავდება და ვაქცინაციის პროცესი დროში გახანგრძლივდება პირვანდელ ნიშნულს ავიაცია მხოლოდ 2024 წელს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system