თავში

ავტოდილერები მანქანების განბაჟების გადავადებას ითხოვენ

ავტოდილერები მანქანების განბაჟების გადავადებას ითხოვენ
ავტოდილერები მანქანების განბაჟების გადავადებას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები თხოვნით მიმართავენ მთავრობას, კორონავირუსის გამო საზღვერების ჩაკეტვით მათთვის გაჩენილი პრობლემების გამო, შევიდეს მათ მდგომარეობაში და რთჯერადად, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, 2-3 თვით გადაწიოს განბაჟება.

„ყველა სექტორს ცდილობენ, დაუდგეთ გვერდით, ჩვენი არ ესმით. ერთჯერადად ვითხოვთ 3 თვით გაზარდოს განბაჟების ვადები. მეპარტონეები ყოველდღიურ გადასახადს ვიხდიათ და ამაზე არაფერს ვამბობთ. განბაჟების გადავადება ცოტა შვებას მოგვცემდა,", - აცხადებს ავტოდილერი ტარიელ ჯვარშეიშვილი..

საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პრევენციის გამო საქართველოს საზღვრების ჩაკეტვამ ავტოიმპორტიორები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ორი კვირაა, ვეღარ ფუნქციონირებს რუსთავის ავტობაზრობა. მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ, ყოველდღიურად ზარალობენ.

სომხეთმა მეორადი მანქანების იმპორტზე კანონმდებლობაში ცვლილებები ცოტა ხნის წინ შეიტანა, რის გამოც ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა, კორონავირუსის ფაქტორმა ის კიდევ უფრო შეამცირა.

ავტოდილერების უმრავლესობას მარტის ბოლოს უმთავრდებათ 90-დღიანი ვადა. თუ ისინი მარტის ბოლომდე ავტომობილებს არ განაბაჟებენ, ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

მოქმედი კანონმდებლობით, მანქანის საქართველოში შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტოიდილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system