თავში

ავტომობილების განბაჟება კიდევ გადავადდა

ავტომობილების განბაჟება კიდევ გადავადდა
ავტომობილების განბაჟება კიდევ გადავადდა

"მოგვამრთეს ავტოიმორტიორებმა და, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი იქნება, ავტომობილების იმპორტი კიდევ ერთხელ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე", - ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საკითხის დეტალური შესწავლა ფინანსთა სამინისტროს დაავალა.

გახარიამ დასძინა, რომ კრიზისი გრძელვადიანი იქნება და მთავრაობის ეს გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს დაეხმარება, აირიდონ ყოვედღიური ხარჯები.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განბაჟების გადავადებასთან ერთად, არ მოხდება საურავების დარიცხვა.

ეს შეეხება 24 ათას ავტომფლობელს, რაც 30 მილიონ ლარზე მეტს საგადასახადო შეღავათს გულისხმობს.

„კრიზისის ზემოქმედება, როგორც ჩანს და არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ გლობალურად, უკვე ფაქტია, იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა განბაჟებასთან დაკავშირებით. ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავავადეთ ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ კიდევ გადავდგათ და გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ განბაჟებაც გადავადდება და არც საურავების დარიცხვა მოხდება. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და ეს არის დაახლოებით საგადასახადო გადავადების 30 მილიონზე მეტი შეღავათი. ეს აუცილებელია რამეთუ ჩვენს, ჩვენს ავტოინპორტიორებს მივეხმაროთ და ეს ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system