თავში

ავტომობილების იმპორტი ღრმა კრიზისში შედის

ავტომობილების იმპორტი ღრმა კრიზისში შედის
ავტომობილების იმპორტი ღრმა კრიზისში შედის

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების იმპორტი აზრს თანდათან კარგავს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე გაყიდვებიც მაღალ დონეზე შემცირდა. როგორც აღმოჩნდა, დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებს გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. ავტოიმპორტიორ ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, გლობალურ ბაზრებზე ფასები 30-40%-ით არის გაზრდილი, რის გამოც საქართველოში ავტოიმპორტი უკვე ღრმა კრიზისში შედის.

,,უმძიმეს სიტუაციაში აღმოვჩნდით, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან პრობლემაა. უჭირთ გლობალურ ბაზრებზეც, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი დაირღვა, ბაზარი უკვე ვეღარ ემორჩილება წესებს, რაც ღირებულებაზეც აისახება. აშშ-სა და ევროპულ ბაზრებზეც ავტომობილებზე ფასები 30-დან 40%-მდე გაზრდილია, ამიტომ ყველა თავს იკავებს იმპორტისგან, ისედაც უჭირდათ ყიდვა და გაძვირებულ მანქანებს საქართველოში ვინღა იყიდის?! ბიზნესი ღღმა კრიზისშია შესული, ხალხი თავს ანებებს იმპორტს, ზოგიც ცდილობს ალტერნატიული საქმიანობა მოძებნოს, მათ შორის მეც - დროებით შევაჩერე იმპორტი და სხვა საქმე წამოვიწყე. კომპანიები კოტრდებიან, გართულებულია სიტუაცია, როცა გადაწყვეტილებებს ვერავინ იღებს. ტენდერების იმედად ვიყავით და ისიც ჩაგვივარდა, თითქოს ყველა გზა ერთბაშად დაიკეტა", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში იმპორტის კლების დიდი წილი სწორედ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.  როგორც ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში არის აღნიშნული, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლის იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა თურქეთი, რაც ძირითადად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტის კლებამ გამოიწვია. სებ-ის განმარტებითვე, გერმანიიდან და აშშ-დანიმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system