თავში

ავტომობილების რეექსპორტის უდიდესი წილი აზერბაიჯანზე მოდის

ავტომობილების რეექსპორტის უდიდესი წილი აზერბაიჯანზე მოდის
ავტომობილების რეექსპორტის უდიდესი წილი აზერბაიჯანზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ფულად გამოსახულებაში 184,057 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ამ მაჩვენებლის 35,1%-ით შემცირებაზე მიანიშნებს, წინა წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით. 2019 წლის პირველ ნახევარში მანქანების ექსპორტის ღირებულება 283,453 მლნ დოლარი იყო.

საქსტატის ცნობით, მსუბუქი ავტომობილების უდიდესი ნაწილი საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მეზობელ ქვეყბანაში საქართველოდან გავიდა 114,120 მლნ დოლარის ღირებულების 10 257 ერთეული მანქანა.

საქართველოდან მანქანების ექსპორტის სიდიდით მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დაექსპორტდა 28,353 მლნ დოლარის ღირებულების 275 ერთეული ავტომობილი. საქართველოსთვის ავტობობილების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამულის ბოლო ადგილზეა არაბთა გაერთიანებული სამემიროები, სადაც 2020 წლის პირველ ექვს თვეში ჯამში საქართველომ გაყიდა 8,900 მლნ დოლარის ღირებულების 147 ერთეული მანქანა.

ავტომობილების ექსპორტის მოცულობით შემდეგ პოზიციებზეა:  რუსეთი - 1 143 ერთეული (6,262 მლნ დოლარი); ბელგია - 89 ერთეული (4,700 მლნ დოლარი); ტაჯიკეთი - 460 ერთეული (3,286 მლნ დოლარი); ყირგიზეთი - 351 ერთეული (3,180 მლნ დოლარი); სომხეთი - 528 ერთეული (3,145 მლნ დოლარი); თურქეთი - 70 ერთეული (2,533 მლნ დოლარი); ყაზახეთი - 177 ერთეული (2,242 მლნ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system