თავში

ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვაში კლებაა

ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვაში კლებაა
ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვაში კლებაა

საქართველო კოვიდამდელ პერიოდში მე-6 ადგილზე იყო მსოფლიოს უმხვილეს რეექსპორტიორ ქვეყნებს შორის. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი ბანკის" საავტომობილო ბაზრის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი  31%-ით, ექსპორტი კი 37% -ით შემცირდა. 

ექსპერტები განმარტავენ, რომ 2019 წლის ბოლოს მოთხოვნის ერთჯერადი ტალღა გაზარდა იმ ფაქტმა, რომ ავტომობილებისთვის სომხეთში ახალი საბაჟო რეგულაციები ამოქმედდა. ამ რეგუილაციების გამო 2020 წელს საქართველოსთვის სომხეთის ბაზარი თითქმის დაიხურა. 

აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს საავტომობილო ექსპორტის 100% რეექსპორტია.

რეალური მშპ-ის და საგარეო ვაჭრობის პროგნოზები საქართველოს შემთხვევაში 2021 წლისთვის ოპტიმისტურია და მზრდადია. წინასწარი პროგნოზით მომავალ წელს საქართველო გააფართოებს რეგიონში ავტომობილების რეექსპორტის ბაზარს, გაიზრდება მანქანებით ვაჭრობის მაჩვენებელი, თუ სომხეთის ბაზარზე წვდომას აღიდგენს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა მხოლოდ აზერბაიჯანში, შემცირდა სომხეთსა და უკრაინაში. შემცირებულია მათი რეექსპორტი სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტი ყველა ქვეყნიდან შემცირებულია.

რაც შეეხება ავტომობილების მსოფლიო ბაზარს, ძირითად ავტოკომპანიებში ფასები დასტაბილურდა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც,Pfizer ვაქცინის თაობაზე პოზიტიური ნიუსი გავრცელდა, ფასებმა ზრდა დაიწყო და გაყიდვებზეც მოთხოივნა გაჩნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ინდუსტრიის მასალების, ალუმინის, ფოლადის, სპილენძისა და რეზინის ფასები ოქტომბრის ბოლოსთვის წლიურ ჭრილში გაძვირებულია.

მსოფლიო ბაზარზე მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე აპრილში იყო, მას შემდეგ მოთხოვნამ ავტომობილებზე ნელ-ნელა ზრდა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system