თავში

ავტომობილში მოწევა აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა

ავტომობილში მოწევა აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით დ
ავტომობილში მოწევა აიკრძალება - პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.  report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს ასევე დაემატება ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“.

მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება.

გამომდინარე კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ისეთი სამართალდარღვევებისთვის სანქციის დამატებას, როგორიც არის: თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას; თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით; ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.

პარლამენტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79 ხმით, 2 წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, დარღვევის შემთხვევაში ტაქსის და კატერის მძღოლები დაჯარიმდებიან 200 ლარით, კერძო ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანის დროს მოწევისთვის 50 ლარით.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

ამას გარდა, 2022 წლის 31 დეკემბრიდან, ახალი რეგულაციით, ნაკლებმიმზიდველი რომ იყოს, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი სადა შეფუთვით, ანუ ერთგვაროვანი ფერის კოლოფებით გაიყიდება. სტანდარტიზირებული ზომის კოლოფებზე დატანილი იქნება ბრენდისა და ქვესახეობის სახელები.

შეგახსენებთ, მიკორავტობუსებსა და ავტობუსებში მოწევა 2018 წლიდან აკრძალულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (საქალაქო თუ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები ან ავტობუსები) თამბაქოს ყველა სახის პროდუქტის მოხმარება აკრძალულია (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და სხვ.) მძღოლი ჯარიმდება 200 ლარით, მწეველი მგზავრი კი 100 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system