თავში

ავტოპარკის უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი

ავტოპარკის უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი
ავტოპარკის უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების უმეტესობა, 36%, დედაქალაქშია თავმოყრილი. საქართველოში შარშან რეგისტრირებული ავტომობილებიდან 512,605 ერთეული თბილისში მოძრაობს. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი ბანკის" საავტომობილო ბაზრის მიმოხილვაში. 

მათი მონაცემებით, ავტომობილების სიმრავლით შემდეგ პოზიციაზეა იმერეთი 189,270 ერთეული ავტომობილით, რომელიც ავტოპარკის 13%-ს შეადგენს. ავტომობილების 10%-იანი წილით მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი მსუბუქი მანქანების 143,050 ერთეული მანქანით. 127,248 ერთეული მანქანა მოძრაობს კახეთში, რაც მსუბუქი ავტოპარკის 9%-ია. ავტოპარკის 8%-ი აკუმულირებულია აჭარიაში, რომელზეც მოდის 116,748 ერთეული მსუბუქი ავტომობილი. შემდეგ პოზიციებზეა სამეგრელო-სვანეთის, შიდა ქართლის და სამცხეჯავახეთის რეგიონები. სამცხე ჯავახეთში ყველაზე ცოტა მანქანა მოძრაობს. ამ რეგიონში თავმოყრილია 59,770 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რაც ქვეყნის მსუბუქი ავტოპარკის 4%-ია.

სურათი თითქმის იდენტურია შარშან პირველად ლიცენზირებული მანქანების რეგიონებზე გადანაწილების შემთხვევაშიც.

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით მერსედესის მარკის ავტომობილი რეგისტრირდა. შარშან ყველაზე ნაკლები რაოდენობით საქართველოში ჰიუნდაის მარკის ავტომობილი შემოვიდა.

შარშან საქართველოში პირველად ლიცენზირებული ავტომობილების კატეგორიაში კი ლიდერობს ტოიოტასა და ფორდის მარკის ავტომობილები და ბოლო ორ პოზიციაზეა ოპელი და ლექსუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system