თავში

აზარტულ თამაშებში ჩაურთველობაზე, ცნობა საჯარო მოხელეებისთვის, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

აზარტულ თამაშებში ჩაურთველობაზე, ცნობა სავალდებულო გახდეს
აზარტულ თამაშებში ჩაურთველობაზე, ცნობა საჯარო მოხელეებისთვის, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა დასჭირდეთ წარადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ არ არიან აზარტულ თამაშში ჩართულნი. 

„პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით.

"სამწუხაროდ სახელმწიფო არ ფლობს არავითარ ციფრს თუ რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასსხვა საჯარო სამსახურში ძირთადად ძალოვან უწყებებში შიდა განაწესით აკრძალულია აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილეობა, ისინი სხვა პირის შექმნილი ექაუნთებით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც გვაფიქრებინებს შემდეგს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით მუშაობს 283 800 ადამიანი. რაც შეეხება გავლენას მათ აეკრძლებათ აზარტულ და მომგებიან თამაშოებებში მონაწილობის მიღება და დღეს მოქმედი აქუნთები გაუქმდება,“ - ვკითხულობთ პროექტში.

ამასთან, კანონრპოექტის თანახმად, კანონის ამოქედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული. კანონპროექტის ინიციატორი  დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system