თავში

აზარტული თამაშების რეგულაციებზე სამთავრობო ექსპერტებიც იმსჯელებენ

აზარტული თამაშების რეგულაციებზე სამთავრობო ექსპერტებიც იმსჯელებენ
აზარტული თამაშების რეგულაციებზე სამთავრობო ექსპერტებიც იმსჯელებენ

მთავრობის ადმინიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციებისა და მათი რეკლამირების აკრძალვაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ექსპერტთა კომისიას გადაეცემა.

„საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.ge მოქალაქე ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა 2019 წლის 4 ნოემბერს. პეტიციის მხარდამჭერი ხელმოწერების მოგროვებისთვის გამოყოფილი 30-დღიანი ვადის გასვლამდე აღნიშნულმა პეტიციამ მოაგროვა საჭირო ხელმოწერების რაოდენობა – 10 000 (ათი ათასი) ხელმოწერაზე მეტი. კანონმდებლობის თანახმად, პეტიცია გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ ექსპერტთა კომისიას დასამუშავებლად და შემდგომი განხილვისთვის მოსამზადებლად. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სამი კალენდარული თვის განმავლობაში გამოაქვეყნებს პეტიციის გვერდზე ოფიციალურ წერილობით პასუხს. საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების შესახებ დადგენილება მიიღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გასაუმჯობესებლად," - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ 10 000 ხელმოწერა აზარტული თამაშების რეგულაციების მოთხოვნაზე შეაგროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system