თავში

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს

მომავალ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის იანვრის თვესთან შედარებით მოსალოდნელია შემცირდეს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

აზერბაიჯანიდან თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა დადგენილ იქნა თებერვალში 14,72 მლნ ბარელის ოდენობით, იანვრის თვის 17,27 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორი BP-ის თანახმად, მილსადენის ნავთობის მთლიანმა ექსპორტმა მისი დაარსების დღიდან 500 მილიონ ტონას მიაღწია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, საიდანაც 443 კმ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კმ საქართველოს, 1076 კმ თურქეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო და 2005 წლის 18 მაისს ნავთობით შეივსო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system