თავში

აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს - ილჰამ
აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს - ილჰამ ალიევი

15 დეკემბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართა. სამიტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც ესწრებოდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

ილჰამ ალიევმა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. მისი თქმით,  3500 კილომეტრიანი სამხრეთის გაზის დერეფანი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის ბოლო კომპონენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდება დაიწყო.  მისი თქმით, აზერბაიჯანული გაზი უკვე მიეწოდება ევროკავშირის სამ ქვეყანას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს. სამომავლოდ აზერბაიჯანი აპირებს გაზის ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები  ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ილჰამ ალიევმა   ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system