თავში

აზერბაიჯანი გაზის ბაზარზე ევროპის საიმედო პარტნიორია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი გაზის ბაზარზე ევროპის საიმედო პარტნიორია - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანი გაზის ბაზარზე ევროპის საიმედო პარტნიორია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი არის ევროპის საიმედო პარტნიორი და მეგობარი გაზის ბაზარზე, - Report.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამოცემა El Pais-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ზოგიერთი ქვეყნის მიერ ენერგეტიკულ სტრატეგიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო,  ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება და აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორი, ევროპის მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც ინფრასტრუქტურაზე მუშაობა უკვე დაასრულა. წარმოიდგინეთ 3500 კილომეტრიანი გაზსადენი ბაქოდან იტალიამდე, რომლის ნაწილიც ზღვის ფსკერზე მდებარეობს. ყველაფერი აშენებულია და გაზი მიედინება. ყველაფერი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ - ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობაა, მათთან, ვისაც ჩვენგან მეტი გაზის მიღება სურს და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაზის ახალ მყიდველებთან “, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს  ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი და ევროპისკენ საკმაოდ მოკლე სატრანსპორტო მარშრუტი აქვს.

ამავდროულად, რუსულ გაზთან კონკურენციის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკურენციის პრობლემა ძალიან გაზვიადებული და უსაფუძვლოდ პოლიტიზებულია.

„ჩვენი გაზის მიწოდება ვერ გაუწევს კონკურენციას რუსული გაზის მიწოდებას“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system