თავში

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე ხუთ დოკუმენტს მოეწერა ხელი

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე ხუთ დოკუმენტს მოეწერა ხელი
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე ხუთ დოკუმენტს მოეწერა ხელი

ბაქოში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დღეს ხუთ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

მემორანდუმებსა და შეთანხმებებს ხელი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის, მიქაილ ჯაბაროვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, მეჰმეთ მუშის თანდასწრებით მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის (AZPROMO) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აზერბაიჯანის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ასევე, მემორანდუმი გაფორმდა აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოსა და აზერბაიჯანელ მეწარმეებს შორის, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საკოორდინაციო ცენტრსა და ანალიზისა და თურქული მეტალურგიული საწარმოების სინდიკატს, ასევე აზერბაიჯანულ AzSeker-სა და Agrobay Seracılık İthalat İhracat Senaye ve Ticaret-ს შორისაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system