თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები ზრდას განაგრძობს
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები ზრდას განაგრძობს

2020 წლის 25-31 დეკემბრის პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 64%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 102%-იან ზრდას აჩვენებდა 2020 წლის 18-24 დეკემბრის პერიოდში. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

მთელი 2020 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადის ზრდა სამნიშნა იყო. გამონაკლისია მხოლოს დეკემბრის და ოქტომბრის რამდენიმე კვირა, როცა როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა ორნიშნაა.

"თიბისი კაპიტალის" თანახმად, ფულადი შემოდინებები 25-31 დეკემბრის პერიოდში 11,4%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანის გარდა, ფულადი გზავნილების დინამიკა მზარდია ჩრდილოეთ ამერიკიდან და უკრაინიდანაც, ხოლო შემოდინებები რუსეთიდან კვლავ მცირდება, მაგრამ ნაკლები ტემპით წინა კვირასთან შედარებით.

სომხეთიდან ფულადი გზავნილები 2020 წლის 25-31 დეკემბრის პერიოდში შემცირებულია 45%-ით, ხოლო 2020 წლის 18-24 დეკემბრის პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან ფულადი გზავნილები 3%-იან ზრდას აჩვენებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system