თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი შემოდინებები გასამმაგებულია

აზერბაიჯანიდან ფულადი შემოდინებები გასამმაგებულია
აზერბაიჯანიდან ფულადი შემოდინებები გასამმაგებულია

6 ივლისის კვირაში ფულადი შემოდინებები აზერბაიჯანიდან გასამმაგებულია წინა წელთან შედარებით. გასამმაგდა ფულადი ნაკადები უკრაინიდანაც. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდ. ამერიკიდან.

ამის შესახებ აღნიშნულია TBC Research-ი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მორიგ ანგარიშში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ფულად გზავნილებს, დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. თურქეთიდან და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდინებების ზრდის ტემპი დადებითია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ფულადი შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში.

მიმდინარე კვირაში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system