თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში პომიდვრის იმპორტი გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში პომიდვრის იმპორტი გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში პომიდვრის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 562,2 ტონა 167,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ახალი ან გაცივებული პომიდორი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  ბოლო ორი წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან გაზრდილია პომიდვრის იმპორტი საქართველოში. 

გასულ წელს, მაისსა და დეკემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 330,5 ტონა პომიდორი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს პომიდვრის იმპორტის მოცულობამ 53,8 ტონა შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველომ კარტოფილისა და ბოსტნეულის წარმოება გაზარდა. 2020 წელს კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. გაზრდილია კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლებიც: კარტოფილის მოსავლიანონა 1 ჰექტარზე - 13.2 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 15.2 ტონა/ჰა, კიტრის 13.3 ტონა/ჰა, ხახვის 7.6 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობა და შეადგენს 26.2 ტონას ერთ ჰექტარზე.

წარმოების ზრდის მიუხედავად,  ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მაინც დეფიციტურია. აგროსპეციალისტების განმარტებით, შიდაბაზარზე ბოსტნეული, ელემენტარულად კიტრი და პომიდორი, თითქმის აღარ არის ადგილობრივი, მათი რეკომენდაციით მისახედია სათბურების ტექნოლოგიები, რადგან ფერმერები ხშირად შხამ-ქიმიკატებს იყენებენ დიდი რაოდენობით, რის გამოც ბოსტნეულს გემური თვისება დაკარგული აქვს და არასეზონზე ბოსტნეული ნაკლებად პოპულარულია მოსახლეობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system